პატრულს პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან სხვა დანაშაულისას შეეძლება
16-10-2015, 04:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქუჩის ნარკოტესტირების წესის შეცვლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის.


ხუნდაძე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუჩის ნარკოტესტირების საკითხის გადახედვის თხოვნით ცოტა ხნის წინათ თავად მიმართა.


"ქუჩის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით ნამდვილად მქონდა შენიშვნა, რადგან სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტესტირებაზე გადაყვანილი პირების 70%-ს არ უფიქსირდებოდათ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი. ეს, ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებების შელახვა და შეურაცხმყოფელი იყო, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტიდან მეტი ფინანსები გადიოდა. ამიტომ, ვთხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეემუშავებინათ კონკრეტული კრიტერიუმები და რეგულაციები, თუ რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე. 2015 წლის 30 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ეს წესები შეიცვალა.


მსურს მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ მათ გაითვალისწინეს შენიშვნა და დადგინდა, პოლიციას, პატრულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე, თუკი მას უფიქსირდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან რაიმე სხვა ტიპის დანაშაული", - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი