2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე და თუ რამე უბედურება არ დავატეხეთ საკუთარ თავს და სტაბილურად განვვითარდით, 2030 წლამდე ვიქნებით ყველაზე საინტერესო ოჯახის წევრი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველო, ისევე როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრობისთვის მზად არის.
„20/30 როცა დავაფუძნე, მაშინ 2030 წელი საკმაოდ შორს იყო. მაშინ ძალიან უპერსპექტივოდ ეჩვენებოდათ. ქართველები ცოტა სულსწრაფები ვართ. აქედან გამომდინარე, მაშინ გაბედულად ვერ ვამბობდი და ახლა შემიძლია ვთქვა, 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე, ძალიან დიდი ალბათობით, თუ ამ სტრატეგიას გავაგრძელებთ, სტაბილურად განვვითარდებით, ჩვენ შეგვიძლია დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია. ასევე, იცით კარგად, რომ ნატო-ს სჭირდება დემოკრატიული, ფინანსური ინსტიტუტები, ჯარის რაღაც დონე. ნატო-ს სტანდარტებს რაც სჭირდება, დღეს და გუშინაც, ჩემი აზრით, ვაკმაყოფილებდით. ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ევროპაში, იმ ორ პროცენტსაც არ იხდის საერთო შიდა პროდუქტიდან, რასაც ჩვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.