თეა წულუკიანი მოუწოდებს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს, მიმართონ ჰააგის სასამართლოს
16-10-2015, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს, მიმართონ ჰააგის სასამართლოს, მოითხოვონ დაიკითხნონ და მხარი დაუჭირონ პროკურორის შუამდგომლობას ეთნიკური წმენდის გამოძიებასთან დაკავშირებით.


როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციები იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დღესვე გამოქვეყნდება.


"მინდა, მივმართო ყველა დაზარალებულს, რომ 30-დღიანი ვადა აქვთ, მიმართონ ჰააგის სასამართლოს მსხვერპლთა დაცვის სამსახურს. ეს შესაძლებელია როგორც პირდაპირ, ასევე ადვოკატის მეშვეობით. აუცილებელია, ყველა მსხვერპლმა, დაღუპულის ოჯახებმა მიმართონ ჰააგის სასამართლოს, მხარი დაუჭირონ პროკურორის შუამდგომლობას ეთნიკური წმენდის გამოძიებასთან დაკავშირებით და მოითხოვონ, რომ მომავალი კვირიდან დაიკითხნონ იმ მისიების მიერ, რომლებიც დაიწყებენ ჩამოსვლას", - განაცხადა წულუკიანმა.


მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო დაზარალებულებებისა და ჰააგის პროკურორის ურთიერთობაში ვერ ერევა.


"იუსტიციის სამინისტროს არ აქვს ამის პროცედურული როლი, ამიტომ მსხვერპლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ 30 დღის ვადაში, თვითონვე მიმართონ სასამართლოს და პროკურორს და თქვან, რომ დიახ, ჩვენ ვართ ომის მსხვერპლები და რომ შეგვემხთვა ესა და ეს", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ჰააგის პროკურორთან დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა შეთანხება, რომ მოწმეების დაცვა განხორციელდება ერთობლივად.


"ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ჰააგის პროკურორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი მოწმეები და დაზარალებულები, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ჰააგის პროკურატურას დაუწყია გამოძიება. შემდეგ, შიშის ფაქტორიდან გამომდინარე, მოწმესა და დაზარალებულებს გადაუთქვამთ ჩვენებები. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ დავიცავთ ერთობლივი ძალებით დაზარალებულებსა და მოწმეებს", - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი