წუხანდელი ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს კაცი ცამდე მართალია, როდესაც გადაწყვიტა პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა!
რატომ?
იმიტომ რომ საქართველოსათვის პოლიტიკაში რაც იყო მისი წილი გასაკეთებელი მან გააკეთა!
ანუ "მოვიდა, ნახა და ბოროტება დაამარცხა"!
ქვეყნის ასაშენებლად თავისი ქონების 95% უშურველად გაიღო და საზოგადოებას გვითხრა!
მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, ის საშინელება, რომელიც ქვეყანაში მძინვარებდა თქვენთან ერთად ჩემი მეთაურობით მოვიშორეთ და ამიერიდან თქვენ თავს თავად მიხედეთო!
ხომ მაბრალებენ შალიკოები, გიგილოები, ნინიკოები.... და ათასგვარი სხვა ჯურის ხელმოცარული ავანტიურისტები, ბოღმიანები და უმადურები ოლიგარქიული მმართველობას- თავად წყვეტს ყველაფერსო!
ჰოდა ამათ და სხვა ურწმუნოთა დასარწმუნებლად მე ვტოვებ გამართულ სახელმწიფოებრივ დემოკრატიულ ინსტიტუციებს, რომლებიც მომავალში სრულყავით და განავითარეთო!
ივანიშვილმა გონიერ საქართველოს წუხელის კიდევ ერთხელ დაანახა თუ როგორ მანიაკებთან და კაციჭამიებთან ჰქონდა ჩვენს ხალხს საქმე და თანაც დააყოლა!
ის შავბნელნი პროგრესული ძალების გვერდში დგომით გაისტუმრა ისტორიის სანაგვეზე!
მაგრამ იქვე მიუთითა თუ კვლავ მოგინდებათ იმ წუმპეში, საშინელებაში და დიქტატურაში ცხოვრება კი ბატონო ესეც თქვენი ნებააო!
ანუ მიგვანიშნა მთელ საქართველოს სულ ცალკეულ ინდივიდს ვერ უპატრონებ, არათუ ერსო!
მე ჩემის მხრივ ერთი რიგითი ქართველი უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ბნო ბიძინა იმისათვის, რაც თქვენ ჩვენი სამშობლოსათვის გააკეთეთ!
რის გამოც თქვენ არაერთხელ სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენეთ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ მთელი ოჯახი!
დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ საქართველოს ააცილეთ დიდი სისხლისღვრები!
დიდი მადლობა, რომ თქვენ საქართველოს აარიდეთ თქვენი მმართველობისას მორიგი ომები, ახალგაზრდობის ხოცვა-ჟლეტა და ტერიტორიების დაკარგვები!
დიდი მადლობა იმისათვის, რომ შეძელით და ჩამოაყალიბეთ მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები(რაც დამტკიცდა პოლიტავანტიურისტთა მიერ 20 ივნისს და არჩევნების შემდეგდროინდელ ცსკო-ზე შეტევის პირობებში)!
დიდი მადლობა იმისათვის, რომ შექმენით საფუძველი იმისა, რომ დიდი ინვესტიციები იქნას ჩადებული საქართველოს განათლებაში!
და ბოლოს დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ კვლავ მოუწოდეთ ქართველთა გულებს ტრიადისათვის: "მამული, ენა, სარწმუნოება"!
ამით,
თქვენ სამუდამოდ დაიმკვიდრეთ ადგილი იმ მამულიშვილთა გვერდით, რომელთაც მთავარი ცხოვრებისეული კრედო იყო და არის - მამულის, ენის და სარწმუნოების თავდადებული მსახურება!
ედიშერ გვენეტაძე,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.