ლევან დავითაშვილი: „ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული მიდგომები სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან”
13-01-2021, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასოცირების ხელშეკრულებამ, ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ განსაზღვრა ჩვენი ახლებური, ევროპული განვითარების დღის წესრიგი, რაც დიდ წილად სოფლის მეურნეობის განვითარებასაც გულისხმობს. ჩვენ შევიმუშავეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პირველი სტრატეგია, შემდგომ უკვე სოფლის განვითარების სტრატეგია, რაც უფრო მეტად სოფლის ეკონომიკის ხელშეწყობას გულისხმობს. დღეს უკვე გვაქვს ახალი დოკუმენტი, რომელიც 2021-2027 წლების სოფლის  განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. თანმიმდევრულობა შედეგებში აისახა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 

 

„სოფლის მეურნეობის გამოშვება 2012 წლისთვის 3 მლრდ-ზე ოდნავ მეტი იყო; 2020 წლის სოფლის მეურნეობის გამოშვება, საპროგნოზო მონაცემებით, 6 მლრდ-მდე უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის დოვლათი, რაც ქვეყანაში იქმნება, თითქმის 50 %-ით არის გაზრდილი. 70 %-ით არის გაზრდილი ერთ დასაქმებულზე სოფლის მეურნეობის გამოშვება. პროდუქტიულობა ერთ დასაქმებულზე უფრო გაიზარდა ანუ, უფრო ტექნოლოგიური გახდა სოფლის მეურნეობა. და ერთიც მინდა აღვნიშნო, დამატებითი ღირებულება, ანუ ის, რასაც სოფლის მეურნეობა ქმნის ეკონომიკაში, დაახლოებით, 1 მლრდ ლარით გაიზარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. 

 

 

ჩვენ მილიარდზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოგვაქვს ყოველ წელს და, პრაქტიკულად, არაფერი გაგვქონდა. დაახლოებით 750 მილიონ დოლარზე მეტი იყო ეს უარყოფითი ბალანსი, რაც დღეს, ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 250 მლნ დოლარს შეადგენს. 500 მლნ დოლარზე მეტით გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ამ სექტორში. 

 

 

ერთ წელიწადში და მოკლევადიან პერსპექტივაში სოფლის მეურნეობის არცერთი გადაწყვეტილება შედეგს არ იძლევა; სოფლის მეურნეობაში თანმიმდევრულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბევრი კრიტიკის და სპეკულაციის მიუხედავად, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკაზე უარი არ გვითქვამს. ბევრი რამ ჯერ კიდევ მისაღწევია, მაგრამ თვალსაჩინო მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაქვს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი