„ქართული ოცნების“ გუნდის საკმაოდ მძლავრი გუნდია, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
„რასაკვირველია, ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა საკმაოდ სტაბილური, მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს, მით უმეტეს კრიზისულმა სიტუაციამ გვაჩვენა, თუ რა შეუძლია გუნდს, როდესაც ერთად მოქმედებს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ზოგადად, დარგების ხელმძღვანელები. მგონია, რომ თუ რაიმე შენიშვნა არსებობს, უნდა იყოს კონკრეტული, საქმეზე მიმართული, როგორ გავაკეთოთ უკეთესად“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, „ქველმოქმედება შეიძლება დაერქვას იმ აქტს, როდესაც საქართველოს ისტორიის გარკვეულ მონაკვეთს, რაღაც სერიოზული სისხლის ლაქა მოაცილა პოლიტიკურმა გუნდმა“.
„არა მარტო სისხლის, არამედ ზნეობის, ადამიანის დამცირების, წამების, ყველანაირი უფლების ფეხქვეშ გათელვის პერიოდის დამთავრება. სხვა განმარტება ამას არ აქვს. იმდენად თვალსაჩინოა და ხელისგულზე დევს, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები არც გვიჩნდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით,
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით,
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.