„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა“ და უდიდეს ჩინურ კორპორაცია „Dongfang Electric”–ს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
პროექტი, რომელსაც " საქართველოს ინდუტრიული ჯგუფი" Dongfang Electric-ის დაფინანსებით განახორციელებს, ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, წლიური გამომუშავება 1 მილიარდი კვტ/ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია.
შეთანხმებების ხელმოწერას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი კორპორაცია „Dongfang Electric”–ის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და კონკრეტული პროექტები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.