გია ნოდია აცხადებს, რომ ივანიშვილი გახარიას არ ენდობა, მალე მოიშორებს და პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდება
13-01-2021, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროფესორი, სააკაშვილის ხელისუფლების განათლების მინისტრი, გია ნოდია ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას არ ენდობა, მალე მოიშორებს და პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდება.

 


„ბიძინას გადაწყვეტილების მოტივებზე სპეკულაციებში გახლართულებს ყურადღება არ მიგვიქცევია, ჩემი აზრით, საგულისხმო გარემოებაზე: მან გადაუხვია ადრინდელ (პირველ წასვლასა და მეორედ მოსვლას შორის პერიოდის) ტრადიციას, რომ პარტიის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია (ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი). არავის გახსენებია, რომ ამჯერად ეს თანამდებობა გახარიას „ეკუთვნოდა“.

 


რატომ მოხდა ეს? ერთი თეორია შეიძლება იყოს, რომ გახარიას არ ენდობა, მალე მოიშორებს, კობახიძე გახდება პრემიერი და ტრადიცია აღდგება. კონტრარგუმენტი: თუ ასეა, რას ელოდება? ბარემ ეგეც ექნა და ისე „წასულიყო“.

 


მეორე თეორია: წარსულიდან დასკვნები გამოიტანა და ჩათვალა, რომ პარტიაში შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი უნდა შექმნას. გახარიამ, კობახიძემ, კალაძემ ერთმანეთი უნდა გააწონასწორონ. შეიძლება სხვა, ნაკლებ ხილული ფიგურებიც იგულისხმებოდეს გამაწონასწორებლებში. ერთმანეთში რომ იჩხუბებენ, მას დაუწყებენ რეკვას (რომლის ტელეფონს უპასუხებს, ეს სხვა საკითხია)“, წერს სოციალურ ქსელში გია ნოდია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი