ინტენსიური პისიარტესტირების ფარგლებში ამჯერად ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პისიარტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს და პატიმრებსა და მათ ოჯახებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.