შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
როგორც შვეიცარიის პრეზიდენტი პრემიერისადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, საქართველოს და შვეიცარიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ და შვეიცარიისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს საქართველოს განვითარებაში.
„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. ულევ წარმატებას გისურვებთ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, რაც უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და სამართლის უზენაესობის შენარჩუნებისთვის, ისევე როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მინდა ასევე გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ახალი წელი მოგილოცოთ. ყველა ჩვენგანზე დრამატული გავლენის მქონე ახალი კორონავირუსის პანდემიისგან შვების მომტანი ყოფილიყოს!
საქართველო და შვეიცარია ძალიან მჭიდრო ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი. ჩემი ქვეყნისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს თქვენი ქვეყნის განვითარებაში იმ ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლის მეურნეობისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში ხორციელდება. შვეიცარიას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება თქვენს მთავრობასთან ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობაზე. მოდით კიდევ უფრო მეტი კაპიტალდაბანდება მოვახდინოთ ჩვენს მეგობრობაში და ჩვენი ურთიერთობები მეტად კონსოლიდირებული და ღრმა გავხადოთ.
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება", - აღნიშნულია შვეიცარიის პრეზიდენტის წერილში.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.