აზერბაიჯანული მედია თბილისთან საიდუმლო მოლაპარაკებებზე წერს
16-10-2015, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აზერბაიჯანი თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა "ჰაქინი" ავრცელებს. გამოცემის თანახმად, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი და "აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარე ჯავიდ ყურბანოვი საქართველოს მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრნენ.


"აღსანიშნავია, რომ მეზობელ სახელმწიფოში აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების დაგეგმილ ვიზიტზე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. შარიფოვისა და ყურბანოვის ვიზიტზე ცნობილი გახდა სახელმწიფო სააგენტო "აზერტაჯის" მწირე ინფორმაციიდან, რომლის მიხედვითაც, ჩინოვნიკებმა თბილისში გეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკეს", - წერს "ჰაქინი".


სტატიის ავტორის თქმით, უცნობია აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების ვიზიტის მიზანიც. "თუმცა, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ აზერბაიჯანულმა დელეგაციამ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს მთელი რიგი პრობლემები უნდა მოაგვაროს. პირველ რიგში, ეს არის გაზის ომი ქართული ბაზრისთვის, საიდანაც "გაზპრომი" "სოკარის" განდევნას ცდილობს. ამასთანავე, დელეგაციაში "აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარეობის მონაწილეობა შეიძლება ავხსნათ იმ პრობლემებით, რომლებიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანას", - წერს გამოცემა.



ipn.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი