დავით ზალკალიანს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, უცხოელი კოლეგები მისალოც მიმართვებს უგზავნიან
13-01-2021, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის, კორეის, ირანის, იორდანიისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.



„ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე მრავალი წელია დაფუძნდა მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გზაზე”-ნათქვამია ჰეიკო მაასის წერილში, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ხაზს უსვამს  პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს გამოწვევების დასაძლევად. 

 


ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ტომას პეტრიჩეკის განცხადებით კი, ჩეხეთი კვლავ მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და ქვეყნის მიერ არჩეულ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართულ გზას. 

 


მისივე თქმით, მსოფლიო პანდემიამ იმოქმედა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის კომუნიკაციის ინტენსივობაზე, თუმცა საერთო ძალისხმევით შესაძლებელია ამ გამოწვევის დაძლევა.

 


კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კანგ კუნგ ჰვა მისალოც წერილში, იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაძლიერდება საერთო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული გაუთვალისწინებელი მდგომარეობის დროს.

 


ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოჰამად ჯავად ზარიფი  იმედს გამოთქვამს რომ ორი ქვეყნის ლიდერთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ძალისხმევის ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება ომხრივი ურთიერთობები, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. 

 


იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, აიმან საფადიც გამოთქვამს მოლოდინს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

 

 

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი