ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია. ინფორმაციას ლიპარტელიანის Facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმხან კოცოევს სძლია და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. გუშინ 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვება ტატო გრიგალაშვილმა შეძლო, ხოლო ტურნირის პირველ დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი გახდა.
ლიპარტელიანის ასპარეზობამდე ცოტა ხნით ადრე, 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ფინალში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან დამარცხდა და მას ვერცხლის მედალი ერგო. ამავე წონაში, ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.