ზოგადად, „ენჯეოსკეპტიკოსი“ ვარ, არ მჯერა არასამთვრობოების გაკეთებული საქმის ან ნაკლებად მჯერა. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ჩემი აზრით, „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია. მეტიც, მათ გადააყენეს საკუთარი თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ უხერხულობის აღმოსაფხვრელად, რომელიც რეალურად მათმა ქმედებამ გამოიწვია, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
„ერთადერთი, რაც მათ ამართლებს, არის ის, რომ ჩვენ ზოგადად, ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ რაღაც კვლევებს თუ ანგარიშებს. მგონი, მაგდენი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და, რომ არ მიგვექცია, ნაკლებად დაიძაბებოდა სიტუაცია.
მე არ ვარ საგამოძიებო კომისიების წინააღმდეგი. ვფიქრობ, ეს კარგი გზა ჭეშმარიტების დასადგენად, მაგრამ ამას სჭირდება თავისი წესი და პროცედურები. თუ საგამოძიებო კომისიას აკეთებ შენ თვითონ, შენ თვითონ იძიებ, შენ თვითონ უდგენ სანქციებს საკუთარ თავს და თვითონ ასაჯაროებ, გამოდის ცნობილი რუსული გამონათქვამის არ იყოს, ბილეთებს რომ თვითონ ჰყიდი, თვითონ უკრავ და თვითონ ცეკვავ, რა დროსაც ძალას და აზრს კარგავს, რომ ამ პროცესს დავარქვათ საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს სანდოობის და კონსესუსის საფუძველზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.