ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გაგრძელდება
13-01-2021, 20:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გაგრძელდება, – ამის შესახებ განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

 

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე. აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი პირის მიმართ. კერძოდ, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიმართ. მათ ბრალად ედებათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების, ი.მ.-სა და ნ.ი.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული. გამოძიების მიერ მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება. გამოკითხულია ათეულობით მოწმე. მოპოვებულია ყველა რელევანტური დოკუმენტაცია, ელექტრონული ინფორმაცია, რუკა და სხვა კარტოფრაფიული მასალები. ასევე, მიღებულია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების მიმართ, უახლოეს მომავალში არსებითად განსახილველად წარიმართება სასამართლოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და გამოძიების შედეგების თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება“, – განაცხადა პროკურორმა.

 

 

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი