თენგიზ ცერცვაძე: დაახლოებით ერთ თვეში საქართველოში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა
13-01-2021, 20:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაახლოებით ერთ თვეში საქართველოში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან მედიცინის მუშაკები და მაღალი რისკის ჯგუფები.

 

 

„დაახლოებით ერთ თვეში საქართველოში შემოტანილი იქნება, „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა, რამოდენიმე ათეული ათასი დოზა შემოვა, რადგან ეს ვაქცინა მსოფლიო ბაზარზე ზოგადად ძალიან ცოტაა. ასევე, მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები. „ფაიზერის“ ვაქცინის უფრო მეტი რაოდენობისთვის, მილიონი და ორი მილიონი დოზისთვის, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის. ამიტომ თავიდან იგეგმება, რომ შემოიტანონ მცირე პარტია და ვაქცინაცია ჩაუტარდეს მხოლოდ მედიცინის მუშაკებს და მაღალი რისკის ჯგუფებს, გარკვეული ასაკის ზემოთ. გააჩნია, რამდენი იქნება ვაქცინა.

ამის შემდეგ, დაახლოებით მარტისთვის ველოდებით ვაქცინის ძირითადი რაოდენობის შემოსვლას. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელი იქნება. ჩემი სურვილია და მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ოპტიმალურია „ასტრაზენეკას“ და ირისის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ბრიტანული ვაქცინა, რამეთუ ეს ვაქცინა, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არის ყველაზე უკეთესი ხარისხის და ის თავისუფალია იმ უხერხულობისგან, რაც ახასიათებს „ფაიზერს“ და „მოდერნას“. მას არ სჭირდება -80 გრადუსი, ის ინახება მაცივრის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე +2-დან +8-მდე. ამდენად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ოპტიმალური და იდეალური საქართველოსთვის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი