თუ წარმოიშვება ეჭვი იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილს სიცოცხლე მოუსწრაფეს, ეს ეჭვი უნდა გაჩნდეს მის მიმართ, ვინც კიწმარიშვილს "რუსთავი 2" წაართვა, - ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა ვანო კიღურაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
"10 წლის მანძილზე, 1994 წლიდან 2004 წლის ჩათვლით წილები თანაბრად ჰქონდათ განაწილებული კომპანიის დამაარსებლებს: ეროსი კიწმარიშვილს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს. 2004 წელს პაატა ყარსანიძემ შეიძინა. ვინ არის პაატა ყარსანიძე ღმერთმა არ იცის და მან იმავე დღეს გაყიდა იგი. ამის შემდეგ აბსურდის თეატრი იწყება. არ დარჩენილა ოფშორული ზონა, არც ერთი რეალურად არსებული თუ ჩაძირული კუნძული, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭებმა არ გააფორმეს კომპანიები. ამის შემდეგ მოხდა "რუსთავი 2"-ის წილების გადანაწილება, მისი ყიდვა- გაყიდვა ოფშორულ კომპანიებს შორის", - განაცხადა კიღურაძემ.
მან ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, "კიწმარიშვილის მკვლელი მოიკითხონ მასთან, ვისაც ხელები აქვს გასვრილი სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობაში და მოიკითხონ იქ, სადაც პრემიერ ზურაბ ჟვანიას, რაულ უსუპოვის და ლევან სამხარაულის მკვლელობა შეუკვეთეს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.