თეთრი სახლი პრეზიდენტ ტრამპის საგანგებო განცხადებას აქვეყნებს
13-01-2021, 23:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - თეთრმა სახლმა ახლახან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმობილია ძალადობა.

 


„დაჟინებით მოვუწოდებ, რომ არ უნდა ჰქონდეს ადგილი ძალადობას, კანონის დარღვევას და არანაირის სახის ვანდალიზმს. ეს არ არის ის, რასაც მე მხარს ვუჭერ და ეს არ არის ის, რასაც ამერიკა უჭერს მხარს. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს მოახდინოს დაძაბულობის განმუხტვა და დაიოკოს სიბრაზე. მადლობა“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე კი, სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კენტუკელი „რესპუბლიკელი“ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის წარსამართად სენატის საგანგებო სესიას არ მოიწვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონგრესის ზედა პალატა - სენატი, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეთქმის იმაზე, არის თუ არა პრეზიდენტი დამნაშავე, 19 იანვრამდე ვერ შეიკრიბება, შესაბამისად, ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურისთვის დრო აღარ რჩება, რადგან 20 იანვარს უკვე არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია იმართება და ტრამპი ისედაც ტოვებს თეთრ სახლს. თუმცა, ამის მიუხედავად ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი სენატში ბაიდენის პრეზიდენტობისას მაინც გაგრძელდება.

 


ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ დებატები მიმდინარეობს.

 

 

იმპიჩმენტის რეზოლუციაზე დებატები წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გახსნა და თქვა, რომ ისინი, ვინც თავს დაესხნენ კონგრესს გასულ კვირას, არა პატრიოტები, არამედ „შიდა ტერორისტები“ იყვნენ, რომლებიც  პრეზიდენტის სიტყვებმა გამოაგზავნა.

 

 

დებატებისას „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯიმ ჯორდანმა განაცხადა, რომ „დემოკრატებს“ „პრეზიდენტის გაუქმება სურთ“. იმპიჩმენტის ნაცვლად ფოკუსირება „ერის გაერთიანებაზე“ უნდა მოხდეს, დაამატა კანონმდებელმა ოჰაიოდან.

 


„7 დღეში, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა იქნება, როგორც ეს ყველა სხვა დროს იყო ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ „დემოკრატები“ კვლავ იმპიჩმენტს უცხადებენ პრეზიდენტ ტრამპს. ეს არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ეს არ არის ის გზა, რომელიც დაეხმარება ჩვენს სახელმწიფოს გასული კვირის იმ ტრაგიკული და საშინელი ამბების გამკლავებაში, რომელსაც ჩვენ ყველა ვგმობთ“, განაცხადა ჯორდანმა.

 

 

„რესპუბლიკელების“ - უმცირესობის ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში, კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტს აკისრია პასუხისმგებლობა 6 იანვარს კონგრესზე განხორციელებულ თავდასხმაზე, მაგრამ მისი იმპიჩმენტი „შეცდომა“ იქნებოდა. 

 


„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ნიუ ჯერსიდან ჯეფ ვან დრუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მეორედ იმპიჩმენტი კვლავ გახლეჩს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

 

 

წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა განაცხადა, რომ დღეს ტრამპის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერას 10-20  განდგომილი „რესპუბლიკელისაგან“ მოელის. 

 

 

ექვსმა „რესპუბლიკელმა“ კანონმდებელმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისინი ხმას მისცემენ ტრამპის იმპიჩმენტს.

 

 

ესენი არიან: დენ ნიუჰაუსი - ვაშინგტონიდან; ჯონ კატკო - ნიუ იორკიდან; ჯემი ჰერერა ბოიტლერი - ვაშინგტონიდან; ადამ კინზინგერი - ილინოისიდან; ფრედ აპტონი - მიჩიგანიდან; ლიზ ჩეინი - ვაიმონგიდან. 

 

 

ტრამპის იმპიჩმენტის მეორედ დაყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 6 იანვარს, აშშ-ის კონგრესზე თავდასხმა განხორციელდა. „დემოკრატების“ მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში წარმომადგენელთა პალატის მესამე, ყველაზე წამყვანი წევრი, „რესპუბლიკელი“ ლიზ ჩეინი ჩაერთო, რომელიც ამბობს, რომ ტრამპის იმპიჩმენტს მისცემს ხმას.

 


უფრო ადრე პრეზიდენტმა კონგრესში შეჭრაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

 

 

კონგრესის წარმომადგენელთა პალატა სავარაუდოდ დღესვე, დებატების დასრულების შემდეგ უყრის კენჭს ტრამპის იმპიჩმენტს ამბოხების წაქეზების ბრალდებით, და ამით იგი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც იმპიჩმენტს ორჯერ გამოუცხადებენ.

 

 

რა თქვეს წარმომადგენელთა პალატაში დებატებამდე „რესპუბლიკელებმა“?

 


ლიზ ჩეინიმ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ქალიშვილმა, პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ტრამპის იმპიჩმენტს. ეს კი, როგორც BBC იტყობინება, პირველი შემთხვევაა, რიჩარდ ნიქსონის თეთრ სახლში ყოფნის შემდეგ, როცა პრეზიდენტის საკუთარი პარტიის ლიდერი ამგვარ ნაბიჯს გადადგამს. ჩეინიმ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „არასდროს ყოფილა უფრო დიდი ღალატი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა მისი ოფისისა და მისი კონსტიტუციის წინაშე ფიცისადმი“.

 


წარმომადგენელთა პალატის სხვა ორმა „რესპუბლიკელმა“ წევრმა, ჯონ კატკომ და ადამ კინზინგერმა ასევე განაცხადეს, რომ ხმას მისცემენ ტრამპის იმპიჩმენტს.

 


წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ, ტრამპის მოკავშირემ, რომელმაც თქვა, რომ ეწინააღმდეგება იმპიჩმენტს, გავრცელებული ცნობებით, გადაწყვიტა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემაზე ხელი არ შეუშალოს.

 


გაზეთ „The New York Times“-ის თანახმად, სენატის „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა თავის უახლოეს გარემოცვას უთხრა, რომ იგი კმაყოფილია იმით, რომ „დემოკრატებს“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი სურთ, რადგან მას სჯერა, რომ ეს ტრამპის „რესპუბლიკური პარტიიდან“ ჩამოცილებაში დაეხმარებათ.

 


„The Washington Post“-ის მიხედვით კი, მაკკონელმა თავის მეგობრებს ასევე ისიც უთხრა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაულები და იმსახურებს იმპიჩმენტს.

 


აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის უარი „დემოკრატებს“

 


სამშაბათს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 223-205 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებით დაეხმაროს ტრამპის გადაყენებაში. მაგრამ იმავე დღეს, უფრო ადრე პენსმა უკვე უარი უთხრა „დემოკრატებს“ ამგვარ თხოვნაზე, რაც კონსტიტუციაში შესწორების მე-4 პარაგრაფის გამოყენებით უზრუნველყოფდა პრეზიდენტის ჩამოცილებას ოფისიდან. ეს მუხლი ნებას რთავს კაბინეტს გადააყენოს პრეზიდენტი თუკი მიიჩნევენ, რომ იგი უუნაროა, შეასრულოს თავისი უფლებამოსილება.

 


წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი გაგზავნილ წერილში პენსი ამბობს: „ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, 25-ე შესწორება არ ის დასჯის ან უზურპაციის საშუალება. 25-ე შესწორების გამოყენება ამგვარი გზით, საშინელ პრეცედენტს შექმნის“.

 


პენსის მიერ უარის თქმა კი იმას ნიშნავს, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობას „დემოკრატები“ წარმოადგენენ, ტრამპის იმპიჩმენტს კენჭს უყრიან და თუკი იქ ეს საკითხი გავიდა, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელმაც საბოლოო სიტყვა უნდა თქვას, არის თუ არა დამნაშავე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, თუმცა როგორც სენატის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის წარმომადგენელმა სულ ახლახან დაადასტურა, კენტუკელი „რესპუბლიკელი“ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის წარსამართად სენატის საგანგებო სესიას არ მოიწვევს.

 


მანამდე, The New York Times“-ი წერდა, რომ 20-მდე „რესპუბლიკელი“ სენატორი მზაობას გამოხატავს პრეზიდენტის იმპიჩმენტისადმი. ტრამპის დასადანაშაულებლად კი კონგრესის ზედა პალატის - სენატის - წევრთა უმრავლესობის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, რაც, როგორც BBC წერს, იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 17-მა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა უდა მისცეს ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

 

 

„დემოკრატები“ იმპიჩმენტის კენჭისყრას ასევე იმაშიც გამოიყენებენ, რომ დაბლოკონ ტრამპი იმისაგან, რომ მან ოდესმე კიდევ შეძლოს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის დაკავება. ტრამპმა უკვე აჩვენა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

 


რა განაცხადა ტრამპმა?

 


2020 წლის 6 იანვრის არეულობის შემდეგ, ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა და არ ჩანდა, რომ ინანიებდა თავის კომენტარებს, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილე მხარდამჭერებისადმი გააკეთა მანამ, ვიდრე ისინი კონგრესის დარბაზებში შეიჭრებოდნენ.

 


„რაც მე ვთქვი, სრულიად მართებული იყო“, განაცხადა ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვრის გამყოფ კედელთან გამგზავრებამდე. „მე ძალადობა არ მინდა“.

 


მან რეპორტიორებს ასევე უთხრა: „ეს იმპიჩმენტი უზარმაზარ აღშფოთებას იწვევს, და თქვენ ამას აკეთებთ, და ეს ნამდვილად საშინელი რამაა, რასაც ისინი აკეთებენ“.

 


ტრამპმა განაცხადა, რომ „ნამდვილი პრობლემა“ ის რიტორიკა იყო, რომელსაც „დემოკრატები“ იყენებდნენ გასული წლის საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობის დროს, ლოზუნგით - „Black Lives Matter“ („შავკანიანთა სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს“).

 


იმპიჩმენტის საქმის განხილვა ემყარება ტრამპის განცხადებებს თეთრ სახლთან გამართული დემონსტრაციის დროს, ვიდრე მისი მხარდამჭერები კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე შეტევას შეეცდებოდნენ.

 


ტრამპმა 6 იანვარს, კონგრესში მისი მხარდამჭერების შეჭრამდე, კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ-ის 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და დაჟინებით მოუწოდა შეკრებილებს გადაენაცვლათ კონგრესისკენ, რადგან კონგრესი აპირებდა ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამტკიცებას.

 


მან მხარდამჭერებს მოუწოდა წარმართულიყვნენ კონგრესისკენ „მშვიდობიანად და პატრიოტულად“, რათა „მათი ხმა შეესმინათ“, მაგრამ ამავე დროს „ებრძოლათ ჯოჯოხეთურად“.

 

კომენტარები: 54
#54   Everette
      
7 აპრილი 2026 12:16
#53   Maricruz
      
References:


Difference between steroids and anabolic steroids

References:
https://p.mobile9.com/cubsailor99/
1 აპრილი 2026 15:24
#52   Mirta
      
References:


Roulette sites

References:
https://to-portal.com/eyesnail3
19 მარტი 2026 13:51
#51   Darrin
      
female on steroids

References:
ellington-castaneda.federatedjournals.com
3 მარტი 2026 10:29
#50   Andy
      
bodybuilding steroids side effects photos

References:
gaiaathome.eu
3 მარტი 2026 02:25
#49   Gemma
      
sunland park casino

References:
http://schlatthof.net
1 მარტი 2026 05:56
#48   Janie
      
download slot machine games

References:
tvoyaskala.com
25 თებერვალი 2026 18:45
#47   Nickolas
      
meskwaki casino

References:
postheaven.net
24 თებერვალი 2026 19:03
#46   Rochell
      
sbobet casino

References:
imoodle.win
24 თებერვალი 2026 15:16
#45   Jasmine
      
ho chunk gaming

References:
https://rentry.co/i4ab33nw
24 თებერვალი 2026 15:03
#44   Carina
      
casino vip

References:
hylifesaving.com
24 თებერვალი 2026 01:03
#43   Malissa
      
genting casino birmingham

References:
http://kriminal-ohlyad.com.ua/user/lanclover04
23 თებერვალი 2026 02:58
#42   Mohammed
      
why is steroid use among athletes dangerous

References:
http://mozillabd.science
17 თებერვალი 2026 20:18
#41   Vada
      
effects of steroids

References:
jobs.emiogp.com
16 თებერვალი 2026 14:53
#40   Tanesha
      
negatives of steroids

References:
https://hjelm-bailey.thoughtlanes.net/
16 თებერვალი 2026 14:32
#39   Velda
      
what is a possible side effect as a result of the presence of anabolic steroids in male users?


References:
imoodle.win
13 თებერვალი 2026 14:27
#38   Tony
      
pills steroids

References:
freebookmarkstore.win
12 თებერვალი 2026 23:20
#37   Mellissa
      
can steroids cause kidney failure

References:
elearnportal.science
12 თებერვალი 2026 04:20
#36   Marc
      
free trial legal steroids

References:
http://humanlove.stream/
11 თებერვალი 2026 05:57
#35   Marco
      
Next, we’ll tie RNG certainty to withdrawal rules and why operators set them.
For a practical example, consider a A$100 theoretical stake over 1,000 spins; a 96% RTP suggests A$96 returned on average — but variance can torch that in a single session, which is why audits
matter. Certified games will publish RTPs in the mid-90s (often 94–97%).
This matters for Aussies because if a site lacks proper audit credentials,
your long-run expectation could be unknowable — and that links directly to whether a bonus is worth chasing, as we’ll
show below. The next section explains why RNG audits matter and
how they tie into withdrawal limits.
Pokies are your best option for playing when you have an active bonus, with 100% contribution. Don’t expect any exclusive casino bonuses for using PayID, though,
but I wouldn’t consider this a bad thing. The activation steps
might vary candy96.fun slightly depending on your online banking platform,
but the overall process remains the same.
Now compare this to direct bank transfers, which can take 2 to 5 days to
be fully approved and may incur a fee of 1.5%
to 2.5% of the withdrawal amount. The minimum withdrawal limits are often set
at A$100, which is a middle ground between cryptos, which start at around A$40 and bank
transfers, which go as high as A$500.
All of them should be streamed candy96.fun in crisp HD
with real-time dealer interactions. Live dealer tables bring the atmosphere of a real casino straight to your screen. At first sight, finding an online
casino Australia with PayID isn’t difficult.

References:
blackcoin.co
9 თებერვალი 2026 15:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი