გარკვეული კატეგორიის კვების პროდუქტების მწარმოებელ მეწარმეებს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს ელექტროენერგიის 2021 წელს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტს.
ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით უკვე შევიდა ძალაში.
მეწარმეებმა, რომლებსაც უფლება აქვთ ისარგებლონ ნაწილობრივი სუბსიდირებით, განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity. განაცხადის შევსება შესაძლებელია 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით.
სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში:
მეწარმეებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე.
✅ ამასთან, ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა მიიმართოს მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარავად.
► იხილეთ საქართველოს მთავრობის დადგენილება - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5080731
✅ რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფებს, საქართველოს მთავრობა სრულად დაუსუბსიდირებს სხვაობას ელექტროენერგიის 2020 წლის ტარიფსა და 2021 წლის ტარიფს შორის იმ აბონენტებს, რომლებიც მოიხმარენ ელექტროენერგიას არაუმეტეს 301 კილოვატისა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.