გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დააკავეს.
დაკავებულები აქციაში მონაწილეობდნენ, რომელსაც ორგანიზაცია ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის მართავდა. სამივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.
ისინი გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქციაზე ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და პლაკატების გაკვრა აუკრძალეს.
ორგანიზაციის ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის წარმომადგენლებმა გაზპრომთან მოლაპარაკება ჯერ მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტეს, შემდეგ კი ოპერასთან გადაინაცვლეს. ისინი თბილისის სხვადასხვა უბანში საპროტესტო პლაკატების გაკვრას გეგმავდნენ. მათი თქმით, გაზპრომთან ურთიერთობა სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის.
rustavi2.com
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.