ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს
14-01-2021, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

 

 

მისალოც წერილში ბოიკო ბორისოვი აღნიშნავს, რომ ბულგარეთი აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის აქტიურ მხარდაჭერას.

 

 

„თქვენო აღმატებულებავ! გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით. ვიყენებ ამ სასიამოვნო შესაძლებლობას და ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დადებით ხასიათს, რომელიც მეგობრობას, ისტორიულ, კულტურულ და სულიერ სიახლოვეს ეფუძნება. საქართველოს პრიორიტეტულ პარტნიორად მივიჩნევთ შავი ზღვის რეგიონში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, რისი მტკიცებულებაც აქტიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი გახლავთ. ეკონომიკურ სფეროში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალის შემდგომი განვითარების წინაპირობა. ბულგარეთი თქვენი ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანს უჭერს მხარს და აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის აქტიურ მხარდაჭერას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ურყევ ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმეში და გარწმუნებთ თქვენდამი ჩემს უდიდეს პატივისცემაში", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი