ალოგიკური და არასწორია ოპოზიციის მიმართ „გირჩის“ შეთავაზება იმის თაობაზე, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს ჩაატარდეს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები თვითმმართველობის იქნება, ხოლო 31 ოქტომბერის – საპარლამენტო არჩევნების.
სარჯველაძის თქმით, არჩევნების გაყალბების მტკიცებას დასაბუთება სჭირდება, რაც ამ დრომდე არ მოუსმენიათ.
„თუ ვინმეს კითხვები აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისწორეზე, ამაზე შეთავაზება გაკეთდა დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით. სხვა გზა გაუგებარია. მათი ეს წინადადება ალოგიკურია. სწორი წინადადებაა, რომ ის მექანიზმები შეიქმნას, რითაც გარკვეული იქნება ის, რა არის ჭეშმარიტება. თუ ვინმე აპირებს, აპელირება მოახდინოს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას დასაბუთება სჭირდება, რაც ამ დრომდე არ მოგვისმენია“, – განაცხადა სარჯველიძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.