პოლონეთისა და ბულგარეთის პირველი დიპლომატები ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ
14-01-2021, 19:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონეთისა და ბულგარეთის პირველი დიპლომატები ზბიგნევუ რაუ და ეკატერინა ზაჰარიევა, ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ და მისალოც წერილებს უგზავნიან. 

 


„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გააგრძელოს დასახული მიზნების განხორციელება დასავლურ სტრუქტურებში და განამტკიცოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგის თანმიმდევრული განხორციელებისა და ნატოსთან თანამშრომლობის ეფექტური გაღრმავების გზით,“ - ნათქვამია ზბიგნევუ რაუს წერილში, სადაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის ურყევ პოზიციას პოლონეთსა და საქართველოს შორის კარგი  ურთიერთობების გაგრძელების  და ორმხრივი მეგობრობის განმტკიცების მიმართ.

 


უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პოლონეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

 


„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთი გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორუმში, მათ შორის ევროკავშირში, ნატოში, ეუთოსა და ევროსაბჭოში, როგორც აქამდე იყო,“ - ნათქვამია რაუს მიმართვაში. 

 


საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიერ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს ეკატერინა ზაჰარიევაც და იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების აქტიური თანამშრომლობით საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი