საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობს და ამის საფრთხეს უკრაინასა და სხვაგან მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისაგან ელის. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისთვის გამოსავალი რჩება სნაიპერი, ტერორისტული აქტი და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია.
ქანთარიამ ივანიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა, იყოს მაქსიმალურად ფრთხილად, ხოლო სამართლდამცავებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიფხიზლე და ყოველი მუქარანარევი სიტყვის უკან გარკვეული ქმედებები დაინახონ.
დეპუტატის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითარების ესკალაციას ცდილობდა და ახლა მისი მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია.
"როგორმე ბიძინა ივანიშვილი უნდა აქციონ ზღაპრის მდიდარ, ბოროტ კაცად და უმადურობის ტალღამ მოიცვას საქართველო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმდენი, რაც ამ კაცს აქვს გაკეთებული, იმდენი რაც აქვს აშენებული, მთლიანად არა ხართ "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ ესეც ჩაგივარდათ. ლოგიკურად მივდივართ, რომ ერთადერთი გამოსავალი თქვენი ბოსებისთვის უკრაინაში თუ სხვაგან რჩება სნაიპერი, ტერორისტული აქტი და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, რომლის გამოცდილებასაც თქვენი ბნელი წარსული გვკარნახობს. ეს არის ლოგიკური", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ და აქვე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კონსტიტუციური გზით არა თუ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, არამედ პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგსაც ვერ შეინარჩუნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.