ოლიმპიურ, პარალიმპურ და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებული სპორტსმენების სტიპენდია გაორმაგდა
15-01-2021, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოლიმპიურ და პარალიმპურ ჩემპიონებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს ყოველთვიური სტიპენდია გაუორმაგდათ და დღეიდან 2000 ლარს მიიღებენ. ასევე, სტიპენდიანტთა ჩამონათვალს დაემატებიან ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრიზიორები – ვერცხლის მედლის მფლობელებს 800, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ. გარდა ამისა, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებულებს ყოველთვიურ სტიპენდიად დაენიშნებათ 800, ხოლო ევროპის ჩემპიონებს 400 ლარი.

 

 

სპორტსმენთა სტიპენდიების ზრდის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას დეკემბერში ისაუბრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სამთავრობო გეგმის ფარგლებში. საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მისი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ორმაგად მნიშვნელოვანია 2021 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გათვალისწინებით. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო უმასპინძლებს პანდემიის გამო ერთი წლით გადადებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ტოკიოშივე, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება პარალიმპური თამაშები. წელსვე, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მიერ ჩანიშნულია  ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები არაერთ ოლიმპიურ სპორტის სახეობაში, რაც ჩვენს სპორტსმენებს წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მიიღონ ყოველთვიური სტიპენდია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი