NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 42 პროცენტმა აირჩია კატეგორია "არც ერთი პარტია".
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაასახელა 14%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი 13%, კატეგორიაზე "არ ვიცი" - მოდის 8%, ხოლო გამოკითხულთა 7 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.
4-4% მოდის ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებსა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე", 3-3% ლეიბორისტულ პარტიასა და "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაზე", დანარჩენი 3% კი ნაწილდება კატეგორიაზე "სხვა".
ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.