ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. კომისიამ იმუნიზაციის იმ გეგმაზე უნდა იმუშაოს, რომელსაც ორშაბათს მთავრობას წარუდგენს.
„დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება, იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შემოვიტანოთ. ასევე, ამასთან დაკავშირებით, მოხდა საკანონმდებლო ინიცირება. ტექნიკური მზაობა, „ცივი ჯაჭვი“ სრულად შევისწავლეთ და მოხდა ინვენტარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, დოკუმენტში განხილულია, თუ რა მზაობაა ქვეყანაში. ასევე, მნიშვნელოვანია პერსონალის მზაობა. COVAX-პლატფორმიდან მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს სამინისტრომ უნდა გაგზავნოს საპასუხო წერილი. ჩვენ დეტალურად უნდა ვუპასუხოთ, თუ რამ მზაობაა ქვეყანაში ვაქცინის შემოსატანად. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩვენი დოკუმენტი დააკმაყოფილებთ“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.