რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს თავისი გავლენები აქვს, მის მიმართ ქართველი ხალხისა და საზოგადოების დამოკიდებულებას მას ვერავინ წაართმევს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
„თუ გავიხსენებთ 2011 წელს, როდესაც მან განაცხადი გააკეთა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, გვახსოვს, რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, ქვეყანა ჩიხში იყო შესული, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ დიქტატურა იყო დამყარებული და ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გაერთიანება, ეს გახლდათ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, გაძლიერებაში მას აქვს ძალიან დიდი როლი. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამასთან დაკავშირებით მან ძალიან ვრცლად ისაუბრა თავის განცხადებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.