NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას, 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.
შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 59% განაცხადა, რომ "არ აქვთ გადაწყვეტილი", 28%-მა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, 11% თქმით, არ იცის, ხოლო 1%-მა უარი განაცხადა.
რაც შეეხება შეკითხვას, ხვალ რომ საპარლამენტიო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 49%- მა დადებითი პასუხი გასცა, 13%-მა კი – უარყოფითი. კატეგორია – არ ვიცი აირჩია 6%.
ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო. პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.