პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ხვალინდელ ყრილობაზე განსახილველ საკითხებზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს.
400 დელეგატისგან შემდგარი პარტიის ყრილობა ხვალ პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს და პოლიტიკური საბჭოს 15-დან 21 წევრამდე გაზრდას უყრის კენჭს. პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. ხოლო, რა ცვლილებები იქნება პარტიის პოლიტიკურ საბჭოში, „ქართულ ოცნებაში“ ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ საკითხთან დაკავშირებით, უქმდება თუ არა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებება. ის ამ ინფორმაციას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება.
„ბუნებრივია, ეს თანამდებობა არ უქმდება. თანამდებობა კახა კალაძეს უჭირავს და ეს არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.
„მეც დავიცავ შეთანხმებას და წინასწარ არ ვისაუბრებ. ხვალ გაიგებთ ამის შესახებ ყველანი. ბუნებრივია, რაღაც განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. ყველაფერს პირდაპირ ეთერში გაიგებს საზოგადოება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.