თბილისში, „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც ცოტა ხანში „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა დაიწყოს, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არჩევას აპროტესტებენ.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი უკვე დააკავა.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ.
ამ ბმულზე შეგიძლიათ თვალყური მიადევნოთ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ტელეკომპანია „ფორმულას“ ვიდეომასალას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.