ცნობილი ექიმი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე დაწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს, „როგორც ქვეყნის დიდ მოამაგეს“ ისტორია „აუცილებლად დააფასებს“.
„პოსტივის“ ეთერში სტუმრობისას თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ივანიშვილს ახალი საქართველოს ისტორიაში და განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში, დააფასებს, როგორც ყველაზე დიდ მოამაგეს.
„მე, ალბათ ამას ჩემი ასაკის გამო ვერ მოვესწრები, მაგრამ ახალგაზრდები გახდებით მოწმე იმისა, რომ ქართველი ხალხი, გაივლის დრო და ისტორია და, ქართველი ხალხი ბატონ ბიძინას პიროვნებას აუცილებლად დააფასებს და არა უბრალოდ, არა უბრალოდ, როგორც ქველმოქმედს, ეს ცოტაა, არა როგორც პოლიტიკაში ნოვატორს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა და გაიყვანა სწორ გზაზე, არამედ დააფასებს უფრო მეტად, როგორც დიდ მოამაგეს, როგორც ქვეყნის დიდ მოამაგეს და შესაძლოა, ახალი საქართველოს ისტორიაში და განსაკუთრებით ამ საუკუნეში, ყველაზე დიდ მოამაგეს. მე ამაში, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ მან გააკეთა ძალიან ბევრი და მოამზადა საფუძველი კიდევ უფრო მეტისთვის; მოამზადა საფუძველი, რომ საქართველო მიდის სწორი გზით, სწორი მიმართულებით და ის აუცილებლად გახდება დემოკრატიული, განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო“, განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.