JTEC-ში ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა
17-01-2021, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), ამავე ცენტრის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდს მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედალი „ღირსეული პარტნიორი” გადასცა.

 

 

ვიცე–პოლკოვნიკი მაიკლ ლუნდი JTEC-ის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მოვალეობას 2016 წლიდან ასრულებდა. მაიკლ ლუნდს JTEC-ის ჩამოყალიბებასა და განვითარების ყველა ეტაპში აქვს მონაწილეობა მიღებული. დანიელი ვიცე-პოლკოვნიკი აქტიურად მონაწილეობდა „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვასა და აღსრულებაში. JTEC-ის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი JTEC-სა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი