"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის დასაცავად მასშტაბურ და გრძელვადიან საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. პარლამენტის წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, აქციების ფარგლებში სამთავრობო შენობების პიკეტირებაც იგეგმება.
"პარლამენტში მიმდინარე დისკუსიამ თვალნათლივ აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი მზადაა დაიცვას ივანიშვილის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების თაობაზე.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილს, რომელსაც დაკარგული აქვს ხალხის მანდატი და მხარდაჭერა, მიღებული აქვს გადაწყვეტილება მოვლენების რადიკალური ფორსირებისა. ივანიშვილი იხილავს არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის მფლობელებისთვის ჩამორთმევას მოსამართლე ურთმელიძის ხელით, არამედ შემდგომი სამართლებრივი დავის შანსის წართმევას დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის და ე.წ. აღსრულების ფურცლის გამოწერას. ეს შეიძლება მოხდეს მალე, 19 ოქტომბრის სხდომაზეც კი.
რა წამსაც დაიწყება ამ უკანონო გადაწყვეტილების უკანონო აღსრულება, ჩვენ დავიწყებთ ფართო საპროტესტო მოძრაობას, მასობრივ მანიფესტაციებს და განსხვავებით ბოლო სამი წლის განმავლობაში გამართული ჩვენი ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისგან, ეს არ იქნება ერთჯერადი ხალხმრავალი პროტესტი, არამედ მიიღებს გრძელვადიან, პერმანენტულ სახეს და მათ შორის მოხდება სამთავრობო შენობების პიკეტირება.
თუ ივანიშვილი საბოლოოდ გადაწყვეტს "რუსთავი 2"-ის განადგურებას, ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას უკან დაიხიოს საპროტესტო მოძრაობის შედეგად", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.