ახლა მეტი აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და მეორე, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი.
„დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელი და არ დარჩებიან სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.