ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინ გახმოვანებულ ინიციატივას, საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით.
ენერგეტიკის მინისტრი და კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თავის პოზიციას ფეისბუკზე აფიქსირებს.
"მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არის გაბედული და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც აქამდე არ და ვერ შეძლო ვერცერთმა ხელისუფლებამ.
თვითმართველ ქალაქებში მერების და მუნიციპალიტეტებში გამგებლების არჩევა მოხდება 50%-იანი ბარიერით,რაც მკვეთრად გაზრდის მერებისა და გამგებლების ლეგიტიმაციას და პასუხისმგებლობას ამომრჩევლების წინაშე.
ეს არის დემოკრატიისკენ და ქვეყნის გონივრულად მოწყობისკენ გადადგმული ერთერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არის მოქალაქეების ჩართულობის და მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის კარგი და დროული პრეცედენტი", - ნათქვამია კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.