იენს სტოლტენბერგი: საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს
19-01-2021, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გზით სურთ სვლა, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

 

 

როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, სუვერენულმა სახელმწიფოებმა თავად უნდა განსაზღვრონ, თუ რა გზით სურთ, ქვეყნის მომავალი წარმართონ. ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს. გამოსვლაში სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ნატო-ს როლია, მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებს.

 

 

„საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია, და მხოლოდ მათი, რადგან ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ეს საქართველოსა და ნატო-ს კავშირია. რაც მათ გააკეთეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, რაც მიუღებელია“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

 

 

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ქვეყნების დემოკრატიული პროცესები გადაწყვეტენ, გახდებიან თუ არა ისინი ნატო-ს წევრები და შემდეგ ნატო-ს კარი ღია იქნება.

 

 

სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს სტანდარტს დააკმაყოფილებენ, გახდებიან მისი წევრები. რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.

 

 

სტოლტენბერგის თქმით, ის, რომ რუსეთს შეიძლება, არ მოსწონდეს რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, არ განსაზღვრავს ამ პროცესის მომავალს. ამის მაგალითად მან საკუთარი ქვეყანა – ნორვეგია მოიყვანა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს არც მაშინ მოსწონდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, თუმცა ნორვეგიამ დააკმაყოფილა ნატო-ს სტანდარტები და გაერთიანდა კიდეც ალიანსში.

 

 

როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, თუ დიდმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცევიან მათი მეზობელი პატარა სახელმწიფოები, ეს წარსულში დაბრუნება იქნება.

 

 

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, მას სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც სუვერენულ სახელმწიფოებს პატივს სცემენ მათი სიდიდის, ეკონომიკის ან სხვა მაჩვენებლების მიუხედავად.

 

 

„ეს ფუნდამენტური პრინციპებია და თუ ჩვენ ამაში ეჭვის შეტანას დავიწყებთ, ძალიან სახიფათო გზაზე აღმოვჩნდებით“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი