თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 238 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს
19-01-2021, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 238 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

 

 

არსებული ინფორმაციით, ოპერაცია ქვეყნის 60 პროვინციაში ჩატარდა. პოლიციის რეიდების დროს დააკავეს 160 ადამიანი.

 

 

ეჭვმიტანილები ასევე დააკავეს ჩრდილოეთ კვიპროსში, სადაც თურქეთის სამხედრო დანაყოფებია განთავსებული.

 

 

ეჭვმიტანილებს შორის 218 მოქმედი სამხედროა, მათ შორის ექვსი პოლკოვნიკი.

 

 

თურქეთი ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს, რასაც გიულენი კატეგორიულად უარყოფს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში დააკავეს 80 ათასამდე ადამიანი. 150 ათასი საჯარო მოხელე და სამხედრო კი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი