(GUARDIAN.GE) - ჩრდილოეთ იაპონიაში ძლიერი ქარბუქის შედეგად, მიიაგის პრეფექტურაში, ტოჰოკუს ავტომაგისტრალზე 130 ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10-მა დაზიანება მიიღო.
როგორც BBC ოფიციოზზე დაყრდნობით იუწყება, ავტომანქანებში დაახლოებით 200 ადამიანია ჩარჩენილი და მათ უკვე მაშველები უწევენ დახმარებას.
იაპონიაში ბოლო დღეებში დიდთოვლობაა და ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ჩვეულებრივზე 2-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა თოვლის სახით, რასაც თან ძლიერი ქარბუქი ერთვის.
ხელისუფლებამ, ცუდი ხილვადობის გამო გზებზე გადაადგილებაზე სიჩქარის შეზღუდვა დააწესა და მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 50კმ/სთ-ია. ადგილობრივი მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, ინციდენტისას ქარის სიჩქარე 100კმ/სთ-ს შეადგენდა.
იაპონური მედიის ინფორმაციით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 40სმ თოვლია მოსალოდნელი.
იაპონიაში იმდენად რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობაა, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.