პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა. წერს ვენეციის კომისია Twitter-ზე.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიისგან მოითხოვა ორი მოსაზრება შემდეგ საკითხებზე: პირველი - საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი, და მეორე - საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება)“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.
2020 წლის დეკემბერში „ქართული ოცნება“ გამოვიდა ინიციატივით, მეორე მოსმენით განხილვამდე პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტები ოდირსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.