პრემიერ მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში არსებული ვითარების მეტად ეფექტიანად მართვა და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება დაავალა
19-01-2021, 20:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ  სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

 

 

შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა პრემიერს დეტალური ანგარიში წარუდგინეს მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების შედეგად, სახეზეა ვითარების სტაბილიზაცია, რამაც ხელი შეუწყო ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და ამ კუთხით გამოწვევები დღის წესრიგში არ დგას.

 

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობას ადგილზე პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაში და გუბერნატორებს ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.


პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და გამოკვეთილი გამოწვევების ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი