საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დღეს გამოქვეყნებულi კვლევის შედეგებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
"პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში NDI-ს გამოკითხვებით ჩემი პარტია, ძირითადი ლიდერების დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად, იგებს არჩევნებს", - წერს Facebook- ზე მიხეილ სააკაშვილი.
ეროვნულ-დემოკრატიულma ინსტიტუტმა დღეს მორიგი კვლევა გაასაჯაროვა. NDI-ს კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს, 14% კი კოალიცია "ქართულ ოცნებას".
გამოკითხულთა 5% "ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატებს" დაუჭერდა მხარს, ასევე 5% მხარს უჭერს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს", 4% - "ლეიბორისტულ პარტიას" და ამდენივე "ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიცია"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.