[ვიდეო] მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებელობა გაზაფხულზე დასრულდება
20-01-2021, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში უნდა დასრულდეს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

მისი თქმით, პროექტი დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი გზის, ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. 

 

 

„დავიწყეთ ახალი გზის მშენებლობა, რაც მაჭავარიანის ქუჩას  მარშალ გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. ბოლო წლების განმავლობაში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ძალიან განვითარდა. აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რაც მისასალმებელია, თუმცა, მისასვლელი გზები გადაიტვირთა. ამიტომ, გადაწყდა ახალი, ბეტონისსაფარიანი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის დაწყება. იგი იქნება, დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით, რაც ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. არსებობდა მეწყრული ადგილები, რომელსაც გარკვეული სამუშაოების ჩატარება დასჭირდა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ და სამომავლოდ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ეს სამუშაოები დღესაც გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, საპროექტო არეალში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენ მილებს ახალი ტრაექტორიით ათავსებენ. 

 

 

„ამ ეტაპზე, უნდა მოხდეს საავტომობილო გზის გასწვრივ ახლადმოწყობილი წყალსადენის 900, 1000 და 1200 მმ-იანი დიამეტრის მილების დაერთება არსებულ, მოქმედ მილსადენებზე, რის გამოც, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე (ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე) საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად - ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

კომენტარები: 5
#5   Robinjack
      
Can I recently say such a relief to locate somebody that truly knows what theyre referring to online. You certainly have learned to bring an issue to light making it crucial. More and more people need to see this and see why side of the story. I cant believe youre no more popular since you certainly have the gift. S9WIN King855
Musically, the film has majority of its songs written partly in hip hop which have a limited appeal. bet in iBET
8 თებერვალი 2021 05:31
#4   Robinjack
      
I’d have to talk with you here. Which isn’t something I usually do! I spend time reading a post which will get people to believe. Also, many thanks for allowing me to comment! Immobilien in Budapest
7 თებერვალი 2021 09:32
#3   Robinjack
      
The cause of death is not made public yet.  ''UPDATE: The driver has been identified Kharee Chauncy Cartwright Death
2 თებერვალი 2021 09:05
#2   Robinjack
      
very nice post, i certainly adore this web site, continue it norbert wielage
31 იანვარი 2021 19:21
#1   Robinjack
      
I?ve recently started a blog, the information you offer on this website has helped me greatly. Thank you for all of your time & work. ร้านอาหารอุบล
20 იანვარი 2021 08:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი