პროკურორი: გასაჯაროვდება აუდიო-ვიდეო მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ
20-01-2021, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ განზრახ, ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით, – განაცხადა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

 

 

პროკურორის თქმით, სწორედ ამ ნაწილში დაუზუსტდათ ბრალი დაკავებულებს დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, თუმცა მათი საბრალდებო მუხლი არ შეცვლილა.

პროკურორი ამ ეტაპზე არ ასახელებს იმ ზემდგომი თანამდებობის პირების ვინაობას, რომლებიც, მისი თქმით, დავალებებს გასცემდნენ. თუმცა, მიხეილ სადრაძის განცხადებით, არსებობს ფარული აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც აღნიშნულ მოტივს ამყარებს.

 

 

„დღეს მოხდა ბრალის დაზუსტება. ჩვენ არაერთხელ დავაანონსეთ, რომ დადგენილი გვქონდა მოტივი, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდით გასაჯაროებისგან. დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ, დავალებების შესაბამისად, ზემდგომი თანამდებობის პირების შესაბამისად.

 

 

რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას, ესაა მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა ყველაზე მთავარია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ესაა აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც მოტივის, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა.

 

 

ფარულ ვიდეო-აუდიო მასალაში მოტივზე დავალებებთან დაკავშირებით ყველაფერი ნათლად არის ასახული“, – განაცხადა პროკურორმა.

 

 

მისი თქმით, საგამოძიებო უწყება აღნიშნულ მასალებს უახლოებს მომავალში გაასაჯაროებს.

 

 

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი