ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: გილოცავთ ქვეყნის მართვის მანდატის განახლებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ორივე ერის სასარგებლოდ
20-01-2021, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

 

 

ოფიციალურ მილოცვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას და გამოთქვამს იმედს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

 

„ბატონო პრემიერ მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ ერთად მუშაობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის გასაძლიერებლად. ბოლო წლებში, ისრაელ-საქართველოს პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობები მეტად გამყარდება მიმდინარე პანდემიის დასრულების შემდეგ. ვიცი, რომ ისრაელში ათასობით ტურისტი ელის დროს, როდესაც თქვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება ეპიდვითარებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეყნის მართვის მანდატის განახლებას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ორივე ერის სასარგებლოდ", - ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალურ მილოცვაში. 

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი