საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს
20-01-2021, 19:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, უფლისწული მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი  გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. საუდის არაბეთის მეფისა და ტახტის მემკვიდრის ოფიციალური მილოცვები საქართველოს მთავრობის მეთაურს საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირიმ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

 

„მოხარული ვარ თქვენი აღმატებულებისადმი საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენი ხელახლა დანიშვნით. გულწრფელად გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას. ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებით ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ. გიდასტურებთ ჩემს სურვილს და მზაობას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენი ორი მეგობრული ქვეყნისა და ერის ინტერესებისთვის. თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია საუდის არაბეთის მეფის ოფიციალურ მილოცვაში.

 

პრემიერ-მინისტრისა და ელჩის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.

 

საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი გახარიას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე (UNTWO) აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევა მიულოცა.

 

ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პანდემიამდე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა. გამოითქვა იმედი, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ამ მხრივ არსებული პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და გაძლიერდება. 

 


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი