ყველაფერს არჩევნები აჩვენებს და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ მოიგებს 2016 წლის არჩევნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შედეგების შეფასებისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, "NDI არის საერთაშორისო ორგანიზაცია, თუმცა საქართველოში არსებული ოფისი გარკვეული ხარვეზებით მუშაობს. კალაძე ამბობს, რომ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევებთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
"დაწყებული 2012 წლიდან ჩვენ გვახსოვს ყველა კვლევის შედეგი, ყველა განცხადება. ასე რომ, ყველაფერს არჩევნები აჩვენებს და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ მოიგებს 2016 წლის არჩევნებს", - განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც ქვეყანაში პრობლემების და მძიმე სოცილაური ფონის არსებობას არ უარყოფს, თუმცა მიაჩნია, რომ ხელისუფლება დაპირებებს ასრულებს.
"ძალიან მძიმეა სოციალური ფონი. ეს გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, თუმცა ამ 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, ბევრი შეღავათი იყო მოსახლეობისთვის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით. 60 ლარით გაიზარდა ასევე პენსია, თუმცა ეს არის ძალიან ცოტა. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ. რაც მთავარია ხალხს აქვს იმედი, რომ ყველა პროექტი განხორციელდება, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას პრობლემები შევუმსუბუქოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.