ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცედენტო, ისტორიული, საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმების, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველო წინააღმდეგ განხორიციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო შეფასებაა, რომელმაც იურიდიულადაც დაადატურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე.
კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები და რუსეთის პასუხისმგებლობა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში.
გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოს შორის ესეც მნიშვენლოვანი აღიარება და მიღწევა არის.
დარწმუნებული ვართ, აღნიშნული უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის სერიოზულ საფუძველს შექმნის.
სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფო ინსტიტუტების, ყველა იმ უწყების, განსაკუთრებით, იუსტიციის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელობის, ასევე ჩვენი საზოგადოების იმ 12-წლიანი ძალისხმევის შედეგი. კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ განვაგრძოთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, საქართველოს განუყოფელო რეგიონების დეოკუპაციის, ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგების და ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.