დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იქ, სადაც სიმართლეა, მთავარი არგუმენტი და სიმართლე ჭრის, იქ იმარჯვებს საქართველო, მათ შორის ოკუპანტის წინააღმდეგ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„დღეს, საქართველომ გრძელვადიანი, სამართლებრივი ომი მოიგო რუსეთის წინააღმდეგ და დიდი ხნის შრომის შედეგი ნამდვილად დაფასდა, რისთვისაც მადლობა ყველა იმ ადამიანს უნდა გადავუხადოთ, ვინც ამ შრომაში იყო ჩართული და ერთ-ერთი მათგანი თეა წულუკიანია. დღეიდან საქართველოს მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს, ყველა იმ თემაზე ისაუბროს, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის შეუქცევადი პროცესისთვის. საქართველოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ მყარი საფუძველი აქვს, ოკუპანტ ქვეყანას სამართლებრივად ყველა იმ ქმედების განხორციელება მოსთხოვოს, რომელიც საჭიროა საქართველოს დეოკუპაციისთვის – დაწყებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის აღდგენიდან, დამთავრებული თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში სამხედრო ძალებისა და შენაერთების გაყვანით საქართველოს ტერიტორიიდან. საქართველოს ისტორიაში ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება, ეს ერთ-ერთი მყარი გამარჯვებაა ოკუპანტის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.