კახა კალაძე: სისხლიანი რეჟიმის, "ნაციონალური მოძრაობის", სააკაშვილის გუნდის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს"
18-10-2015, 07:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების მედიასაშუალებებით გავრცელების ფაქტზე კომენტირებისას განუცხადა.

 

 

"როგორც გავიგე ეს გამოქვეყნებული იყო ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე. მე თვითონ კადრები არ მინახავს და დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ჩვენ მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმრეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ ხალხს. ფაქტობრივად, ახალგაზრდებს უსპობდნენ მომავალს. ჩვენ ყველამ ეს წარსულს ჩავაბარეთ. გარდა იმისა, რომ კონკრეტული პიროვნებების სისხლის სამართლის დანაშაულებები იკვეთება და უნდა დაისაჯონ, მე ვფიქრობ, რომ სისხლიანი რეჟიმის, "ნაციონალური მოძრაობის", სააკაშვილის გუნდის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს", - განაცხადა კახა კალაძემ და დაამატა, რომ კადრების გავრცელება მისთვის გაურკვეველია და ამას გამოძიება დაადგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი